კობახიძე ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე: გადაწყვეტილებას დიპლომატებთან კონსულტაციის შემდეგ მივიღებთ

382

ვენ გვექნება კონსულტაციები პირველ რიგში დიპლომატებთან, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ პროცესში. მათი აზრი რა თქმა უნდა საინტერესოა და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ჟურნალისტებს ოპოზიციასთან მოლაპარაკებების შესახებ დასმული კითხვის საპახუხოდ განუცხადა.

მისივე თქმით, დღეს იყო მნიშვნელოვანი დღე და მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე დეპუტატებმა ყველა საორგანიზაციო საკითხი განიხილეს.

„დაკომპლექტთა საქართველოს პარლამენტი, ავირჩიეთ თანამდებობის პირები და ეს არის კარგი სასტარტო საფუძველი იმისთვის, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტმა იმუშაოს წარმატებით შემდეგი 4 წლის განმავლობაში“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.