სუბარი: რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ხელმძღვანელობა დიდი პასუხიმგებლობაა და იმედი მაქვს, რომ გავუძღვები

425

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი არის იმ საქმიანობის გაგრძელება, რასაც მე ვაკეთებდი საქართველოს მთავრობის, პრემიერის ადმინისტრაციაში, – განაცხადა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომიტეტია. ესაა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად, დიდი უფლებამოსილებაც და იმედი, მაქვს, რომ გავუძღვები. ზოგადად, თანამდებობებს არ ვუყურებ ასე – რა არის დაწინაურება, რა – დაქვეითება, არასწორად სვამთ კითხვას“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.