ბოკერია: ვადამდელი არჩევნები საჭიროა იმისთვის, რომ ხალხის რეაგირება არ იყოს რევოლუციური

324

„ნორმალური ვითარება, როდესაც ოპოზიციაც ხელისუფლებაშია, ჩვენ გვექნება მას შემდეგ, რაც ჩატარდება ნორმალური ვადამდელი არჩევნები და უკვე „ქართული ოცნება“, თუ შეძლებს კვლავ პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას, ოპოზიციაში იქნება და შემოვა პარლამენტში“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმი, მნიშვნელოვანია, საქართველო არ დადგეს თუნდაც იმ გზაზე, როდესაც ხალხი რეაგირებს რევოლუციით, სწორედ ამისთვის არის საჭირო ვადამდელი არჩევნები.

„ძალიან მადლიერები ვართ საქართველოს ყველა მეგობრის, ვინც შეწუხებულია არსებული ვითარებით, ოღონდ უნდა ვთქვა, რომ ეს ვითარება შექმნა ივანიშვილის რეჟიმმა.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, შეთანხმების მიღწევისკენ მოგვიწოდეს და სრულიად ვიზიარებთ ამ სულისკვეთებას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო არ დადგეს იმ გზაზე, სადაც არჩევანს აზრი არ აქვს, რაც ნიშნავს ავტორიტარიზმს და დიქტატურას, ან არ დადგეს თუნდაც იმ გზაზე, როდესაც ამაზე ხალხი რეაგირებს რევოლუციით, სწორედ ამისთვის არის საჭირო ვადამდელი არჩევნები. დიახ, ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას ნორმალურ ვადამდელ არჩევნებზე, რისი ნაწილიც არის პოლიტპატიმრების გამოშვება, საარჩევნო ადმინისტრაციაში ცვლილებები“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.