ქართული ოცნების დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ თუ დარწმუნდება, “ოცნებას” 1%-ით მომატებული აქვს არჩევნებში ხმები, იმ პარლამენტში არ გაჩერდება.
“არჩევნები რომ არ გაყალბებულა, ამაში ვარ დარწმუნებული, ამიტომ ვაკეთებ ამ განცხადებას ძალიან თამამად. პარლამენტში შემოვიდნენ, შექმნან საგამოძიებო კომისია და საერთოდაც, რომ არ შექმნან, მე თუ დავრწმუნდები, რომ მართლა 1%-ით მომატებული გვაქვს, ამ პარლამენტში რა გამაჩერებს.”, — განაცხადა სოზარ სუბარმა.