video
ამ საკითხზე ვსაუბრობთ მაგდა პოპიაშვილი და ირაკლი მელაშვილი ჩვენი პოდკასტის ბოლო, შემაჯამებელ ეპიზოდში. პოდკასტის ყველა ეპიზოდი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე - https://short-url.org/1f1Ap
video
ეს ისტორია იმაზეა, თუ როგორ აფერხებს პარტიულ ვერტიკალს დაქვემდებარებული თვითმმართველობა ადგილობრივ ინიციატივებს. ალეკო სარდანაშვილი სოფელ ხვანჭკარაში 12 წლის წინ დაბრუნდა, ვენახი გააშენა, მამაპაპისეული სახლი მოაწყო და უკვე წლებია, ევროპელ სტუმრებს ამ მხარის განსაკუთრებულობის შესახებ უყვება. დაბრუნებისთანავე იდეა გაუჩნდა, დაეარსებინა „ხვანჭკარის თასი“ - საფეხბურთო ტურნირი, რომელიც არა მხოლოდ რაჭის სოფლებს, არამედ იმერეთისა და სვანეთის გუნდებსაც აერთიანებდა. წელს პირველად ტურნირი აღარ ჩატარდა: სტადიონი მიტოვებულია,...
video
ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო მარიამ ჯაფარიძე, როცა მშობლიური ქალაქის - ჭიათურის პრობლემების გადასაჭრელად აქტივიზმში ჩაერთო. ამ ქალაქს ბევრი გამოწვევა აქვს - დაბინძურებული გარემო, მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოებით გაუარესებული საცხოვრებელი პირობები, მაღაროელთა კატორღული შრომა, ბრძოლა თვითგადარჩენისთვის და ხშირად - სიცოცხლისთვისაც. მარიამი, რომელიც თავის მეგობრებთან ერთად, წლებია, ამ სისტემურ პრობლემებს უპირისპირდება, ფიქრობს, რომ ჭიათურელთა ხმა ქალაქის კლდეებს რომ გასცდა, ეს, მათ შორის,...
video
ლილიანა მაისურაძე 10 წლის წინ მშობლიურ ონში დაბრუნდა და დონორთა მხარდაჭერით, სოციალური საწარმო „ედენა“ შექმნა. „ედენამ“, ამ 10 წლის მანძილზე, არაერთი ქალი გადაამზადა, აქვე დაასაქმა და ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობა ასწავლა. იცით, რა არის ედენა? ეს ის მყვინვარია, საიდანაც მდინარე რიონი იღებს სიცოცხლის ძალას. მსგავსი ძალა აღმოჩნდა სოციალური საწარმო „ედენაც“, რომელმაც დაცლის საფრთხის წინაშე მდგარ ონის მუნიციპალიტეტს ახალი სიცოცხლე...
video
ეს ისტორია ახალგაზრდა ქუთაისელ ქალზე, ლილე მაღლაფერიძეზეა, მეწარმეზე, რომელმაც ამ ქალაქში რამდენიმე გამორჩეული სივრცე შექმნა. ლილე ამბობს, რომ ეს პროცესი მისთვის მხოლოდ მეწარმეობა არ არის, ამიტომაც გადაწყვიტა, რომ „ლილესთან“ საინტერესო ადამიანებთან შეხვედრის ადგილადაც ექცია, ადგილად, სადაც წარსულს გაიაზრებენ, აწმყოს შეაფასებენ და მომავალს დაგეგმავენ. ლილე იმ გამოწვევებზეც გვიყვება, რაც ამ ქალაქში მეწარმეების წინაშე დგას. ამბობს, რომ ევროინტეგრაციის დღის წესრიგის შეცვლა...
video
იცით, რას ხმარდება თქვენ მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადი? რატომ ინგრევა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შენობები? ამის მიზეზი მმართველობის ცენტრალიზებული სისტემაა, როცა ყველაფერი ეკუთვნის ცენტრს, ადგილობრივ თვითმმართველობას კი - თითქმის არაფერი. დეცენტრალიზაციის ხუთწლიან სტრატეგიას ეს და კიდევ ბევრი მსგავსი პრობლემა უნდა მოეგვარებინა - გაეზარდა თვითმმართველობის უფლებამოსილებები, გაეძლიერებინა მისი ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობა. რა მივიღეთ ხუთი წლის შემდეგ და როგორ შესრულდა სტრატეგია?...
video
კულტურა, როგორც მუნიციპალური განვითარების ერთ-ერთი მექანიზმი — ჩვენი პოდკასტის ამ ეპიზოდში სათემო განვითარების ცენტრის ხელმძღვანელთან, ანა მარგველაშვილთან ვსაუბრობთ, თუ როგორ შეუძლია მას შეცვალოს ჩვენი ქალაქებისა და სოფლების ცხოვრება და რატომ უნდა იყოს კულტურის პოლიტიკა ადგილობრივი ხელისუფლებების ყურადღების ცენტრში.
video
საჯარო სერვისებს, რომლებსაც თქვენ ყოველდღიურად იყენებთ, უმეტესად, მუნიციპალიტეტები მართავენ, მაგრამ როგორ? რატომ არ არის ხშირად ეს სერვისები გამართული და რა კავშირია მმართველობის დეცენტრალიზაციასა და თქვენი პრობლემების მოგვარებას შორის, - სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენი პოდკასტის მორიგ ეპიზოდში ეკონომისტ შოთა მურღულიასთან ერთად.
video
რა უშლის ხელს მოქალაქეებს, ჩაერთონ ადგილობრივი პრობლემების გადაჭრაში? რეალურად აქვთ თუ არა მათ ამის შესაძლებლობა? ჩვენი პოდკასტის ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ ადგილობრივი დემოკრატიის ექსპერტთან, რევაზ ბარბაქაძესთან, თუ როგორ მიიღება გადაწყვეტილებები მუნიციპალიტეტებში, რა როლი აქვთ მოქალაქეებს ამ პროცესში და არსებობს თუ არა წარმატებული მოდელები, რომლებსაც სხვა თემებმაც უნდა მიბაძონ.
video
ჩვენი პოდკასტის ამ ეპიზოდში საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ პრეზიდენტთან, მაია ნასრაშვილთან ერთად ვსაუბრობთ სკოლამდელი აღზრდის პოლიტიკის შესახებ და საბავშვო ბაღებში არსებულ გამოწვევებზე: როგორ მიმდინარეობს ავტორიზაციის პროცესი, არის თუ არა ბავშვის განვითარებისთვის ყველა პირობა შექმნილი და ერთვებიან თუ არა მშობლები სააღმზრდელო პროცესში, რა პრობლემების წინაშე დგანან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები საქართველოში და რამდენად მოქმედებს პოლიტიკა აღმზრდელთა საქმიანობაზე.
„ადამიანმა შეიძლება აირჩიოს პარლამენტი და შექმნას თავისუფალი მმართველობის ფორმა, მაგრამ თუ მას არ აქვს ადგილობრივი თვითმმართველობა, ის ვერასდროს შეიგრძნობს  თავისუფლების ნამდვილ სულს“ ალექსის დე ტოკვილი ავტორი: ირაკლი მელაშვილი გაკვეთილები ევროპისთვის: ტოტალიტარიზმის ჩამოყალიბება 1920-1930-იან წლებში პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ეკონომიკური კრიზისები, სოციალური არეულობებისა და პოლიტიკური არასტაბილურობის პერიოდი იდგა. ამ ფონზე ტოტალიტარული რეჟიმები ჩამოყალიბდა იტალიაში (ფაშიზმი, ბენიტო მუსოლინი - 1922 წლიდან), გერმანიაში (ნაციზმი, ადოლფ...
video
გაუაზრებელი სოციალური პოლიტიკა, რომელიც არ ეფუძნება საჭიროებების კვლევას, პროგრამები, რომლებიც მხოლოდ კრიზისის მოკლევადიან რეაგირებაზეა გათვლილი და არა - მოქალაქეთა მდგომარეობის გრძელვადიან გაძლიერებაზე, პროგრამების ხელმისაწვდომობის პრობლემა 🎬 სწორედ ამ საკითხებზე ვსაუბრობთ ჩვენი პოდკასტის მორიგ ეპიზოდში ეკა სანებლიძესთან, "ბავშვთა კეთილდღეობის ლიგის" თავმჯდომარესთან, რომელიც მრავალი წელია, მუნიციპალიტეტების სოციალურ პროგრამებს იკვლევს.
video
რატომ ტოვებენ ახალგაზრდები ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს, მაშინ როცა ოფიციალური დოკუმენტები ახალგაზრდულ პოლიტიკაზე სულ უფრო მატულობს? ამ კითხვებზე პასუხს ვეძებთ ჩვენი პოდკასტის მორიგ ეპიზოდში საზოგადოებრივი ორგანიზაციის - „შეხვედრის ადგილი - დმანისი“ ხელმძვანელთან, ლაშა ჩხვიმიანთან ერთად და ვსაუბრობთ, სად შეიძლება იყოს რეალური გამოსავალი.
აუგსბურგში, გერმანიის სამხრეთში, მდებარეობს უნიკალური არქიტექტურული და სოციალური ძეგლი – ფუგერაი (Fuggerei), მსოფლიოში უძველესი სოციალური საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც უკვე 500 წელია, 1516 წლიდან დღემდე, უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ საცხოვრებელს ღარიბი მოქალაქეებისთვის. ეს პროექტი არა მხოლოდ ისტორიული მემკვიდრეობაა, არამედ ადრეული მაგალითი ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობისა და კერძო-საჯარო პარტნიორობისა. დღეს, როდესაც საცხოვრებლის კრიზისი გლობალური გამოწვევაა, ფუგერაი გვახსენებს, რომ სოციალური ინიციატივები შეიძლება იყოს მდგრადი საუკუნეების...
video
რამდენად რთულია, ერთ პატარა მუნიციპალიტეტში ყოველკვირეულად გამოსცემდე გაზეთს, მაშინ, როცა სარეკლამო ბაზარი სუსტია, დონორთა მხარდაჭერა კანონებით იზღუდება, ადგილობრივი თვითმმართველობა კი ინფორმაციის მოპოვებისთვის ბარიერებს ქმნის? ეს ისტორია ქალზეა, რომელმაც 27 წლის წინ ხარაგაულში დამოუკიდებელი გაზეთი - „ჩემი ხარაგაული“ დააფუძნა და რომლის თითოეულ ნომერსაც გაზეთის ხელმომწერებს, შორეულ სოფლებშიც კი, თანამშრომლები საკუთარი ხელით ურიგებენ. ჩვენ მოქალაქის თოთოეულ პრობლემას მის საბოლოო მოგვარებამდე მივყვებით, - ამბობს...
წინა სტატია რას საქმიანობდნენ და რამდენად წარმატებით ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები? – ამ კითხვაზე პასუხს, მათ შორის მათ ყოველწლიურ ანგარიშებში უნდა ვხედავდეთ, რომლის ჩაბარება საჯაროდ, ხალხისთვის  თვითმმართველობის კოდექსით სავალდებულოა, თუმცა ადგილობრივი მთავრობების  მორიგმა 4 წლიანმა ციკლმა, რომელიც დასასრულს უახლოვდება, არაერთი ფორმალური ანგარიში დააგროვა. “მუნიციპალიტეტის მერი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვალდებული არიან მოაწყონ საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ,” – ვკითხულობთ “თვითმმართველობის კოდექსის” 88-ე მუხლში, რომელიც მუნიციპალური თანამდებობის პირებს საქმიანობის ანგარიშის წარდგენას და პროცესის გამჭვირვალეობას ავალდებულებს. თუმცა პრაქტიკა განსხვავებულია. სპეციალისტების შეფასებით, ბოლოდროინდელი პრაქტიკიდან გამომდინარე, ანგარიშების წარდგენამ მხოლოდ ფორმალური და ტექნიკური სახე მიიღო, ხოლო პროცესი დახურულ კარს მიღმა პარტიულ ღონისძიებად გადაიქცა. ამ სტატიაში კონკრეტულ მაგალითებზე და საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით მოგიყვებით თუ როგორ მუშაობს და როგორ უნდა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ