პარლამენტმა კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა

467

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცეს.

საქართველოს პარლამენტის წევრებმა თანამდებობებზე დაამტკიცეს:

  1. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ – ანრი ოხანაშვილი;

2. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ – მიხეილ სარჯველაძე;

3. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ – ირაკლი ბერაია;

4. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარედ – ირაკლი ქადაგიშვილი;

5. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ – სოზარ სუბარი;

6. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ – ირაკლი კოვზანაძე;

7. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარედ – დავით სონღულაშვილი;

8. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ – ნინო წილოსანი;

9. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ – მაია ბითაძე;

10. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ – ნიკოლოზ სამხარაძე;

11. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ – მაკა ბოჭორიშვილი;

12. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ – ბექა ოდიშარია;

13. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ – დიმიტრი ხუნდაძე;

14. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ – თეა წულუკიანი;

15. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ – მიხეილ ყაველაშვილი.

დღესვე, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ – არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ – გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებად კახაბერ კუჭავა და დავით სერგეენკო დაამტკიცეს.

11 დეკემბერს პარლამენტში მე-10 მოწვევის პარლამენტის სხდომა მიმდინარეობს, რომელშიც მხოლოდ “ქართული ოცნება” იღებს მონაწილეობას. სხდომაზე ასევე არიან მიწვეული პრეზიდენტი, პატრიარქი და დიპლომატები. პატრიარქის ნაცვლად, სხდომას მისი მოსაყდრე, შიო მუჯირი ესწრება.

სხდომის პარალელურად, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ეზოში შეკრებილმა ოპოზიციის ნაწილმა მანდატებზე უარი თქვა და ხელი მოაწერა საერთო მემორანდუმს ბოიკოტის შესახებ. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. ამასთან, 5-მა ოპოზიციურმა პარტიამ, სიის განულების მოთხოვნით, ცესკო-ში განცხადება უკვე ჩააბარა.