“ქარულმა ოცნებამ” საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა.
მათ შორის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ სოზარ სუბარი დაამტკიცეს.
დღესვე, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე დაამტკიცეს 15-ვე კომიტეტის თავმჯდომარე. ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ – არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ – გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებად კახაბერ კუჭავა და დავით სერგეენკო დაამტკიცეს.
11 დეკემბერს პარლამენტში მე-10 მოწვევის პარლამენტის სხდომა მიმდინარეობს, რომელშიც მხოლოდ “ქართული ოცნება” იღებს მონაწილეობას. სხდომაზე ასევე არიან მიწვეული პრეზიდენტი, პატრიარქი და დიპლომატები. პატრიარქის ნაცვლად, სხდომას მისი მოსაყდრე, შიო მუჯირი ესწრება.
სხდომის პარალელურად, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ეზოში შეკრებილმა ოპოზიციის ნაწილმა მანდატებზე უარი თქვა და ხელი მოაწერა საერთო მემორანდუმს ბოიკოტის შესახებ. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. ამასთან, 5-მა ოპოზიციურმა პარტიამ, სიის განულების მოთხოვნით, ცესკო-ში განცხადება უკვე ჩააბარა.