მე-10 მოწვევის პარლამენტმა თავმჯდომარის მოადგილეები აირჩია. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გიორგი ვოლსკი დაამტკიცეს. არჩილ თალაკვაძის მოადგილეები ქიენბიან ასევე კახაბერ კუჭავა და დავით სერგეენკოც.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარეს დადგენილების პროექტს, რომლის გათვალისწინებით, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილება ცნეს. დეპუტატებმა ერთიან სიას უყარეს კენჭი.
საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტი დღეს პირველ სხდომას მართავს. სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. სხდომა რეგლამენტით გათვალისწინებული დღის წესრიგით მიმდინარეობს.
საკანონმდებლო ორგანოს გარეთ, ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული. სხდომა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.
რას შეეხება ოპოზიციას, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; “ევროპული საქართველო”; “სტრატეგია აღმაშენებელი”; “ლელო საქართველოსთვოს”; “ლეიბორისტული პარტია”; “ერთიანი საქართველო” – ოპოზიციური პარტიებმა მოსწავლე ახალგაზრდობის ეზოში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომ უარს ამბობენ მანდატებზე და პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.