ბითაძე: ჩემი პრიორიტეტი იქნება ყველა ის მიმართულება, რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას

381

ჩემთვის დიდი პატივია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელება. ჩემი პრიორიტეტი იქნება ყველა ის მიმართულება, რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას და ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული ინტერგრაციის გზაზე, – განაცხადა გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, მაია ბითაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას.

„ჩვენი პარტიის მთავარი პრიორიტეტი და მიზანია, რომ 4 წლისთავზე, გავაკეთოთ დასაბუთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, გარემოს დაცვა არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც დამატებით შესაძლებლობას მისცემს ჩვენს მოსახლეობას“ – განაცხადა მაია ბითაძემ.