საქართველოს პრეზიდენტი ახალი ჯანდაცვის სტრატეგიის, „მედეას“ შექმნის ინიციატივით გამოდის. განცხადება სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, მე-10 მოწვევის პირველი სხდომის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჯანდაცვის სფეროს პრიორიტეტად გამოხადების აუცილებლობა არსებული პანდემიის ფონზე ყველასთვის ნათელია. ამ სფერომ გამოავლინა გარკვეული მდგრადობა კრიზისის დაძლევაში, თუმცა, პრიორიტეტი უნდა გავრცელდეს მთლიანად მედიცინის დარგზე, რომელსაც ხვალინდელი ჩვენი ეკონომიკისთვის ერთ-ერთ წამყვან სექტორად გადაქცევის პოტენციალი გააჩნია.
ამისთვის ერთ მთლიან სტრატეგიაში უნდა მოექცეს ყველა ჩვენი შესაძლებლობა და გამოცდილება – იქნება ეს ტრადიციული მედიცინა, თუ ახალ დაავადებებთან ბრძოლაში მოპოვებული თანამედროვე კომპეტენციები, ბალნელოგიური პოტენციალი. უნდა შეიქმნას ამ სტრატეგიის ერთი ბრენდი „მედეა“, რაც დაგვიბრუნებს ისტორიულ ნიშანს რეგიონსა და მსოფლიოში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ამ სტრატეგიამ საშუალება უნდა მოგვცეს, რომ მათ შორის ონკოლოგიურმა პაციენტებმა ქვეყანაში იკურნალონ.