ბორჯომში, წმ. ნინოს ქუჩაზე N1 საჯარო სკოლის მიმდებარედ სკვერის მოწყობისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 748 858 ლარს შეადგენს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
სატენდერო დოკუმენტების თანახმად, პროექტი ითვალისწინებს, საფეხმავლო ბილიკების დეკორატიული გრანიტის ფილითა და ბორდიურებით შემოღობილი მწვანე სივრცეების მოწყობას.
სკვერში მოეწყობა მოსასვენებელი სივრცეები სკამებით, სანაგვე ურნებით, წყლის დასალევი ფანტანით და დეკორატიული გარე განათების ლამპიონებით, ასევე გათვალისწინებულია ტერიტორიაზე რკინა–ბეტონის სკამებისა და საყვავილე ქოთნების და ქანდაკების მოწყობა.
ტენდერში მონაწილეების მსურველებისთვის წინადადების მიღება 17 იანვრიდან დაიწყება და 22–ში დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 748 858 ლარია. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 5 (ხუთი) თვის ვადაში...
13 სოფელთან დამაკავშირებელი ავარიული ხიდის ადგილზე, ადიგენის მერია ახალ ხიდს ააშენებს, ტენდერი 619 190 ლარზეა გამოცხადებული.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ხიდის მშენებლობასთან ერთად იგეგმება ბათუმი–ახალციხის გზიდან მლაშე-მოხის დამაკავშირებელ გზამდე ადგილობრივი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაციაც. სამუშაოებისთვის თანხა სახელმწიფო (92%) და ადგილობრივი (8 %) ბიუჯეტიდან დაიხარჯება.
მლაშეს ავარიული ხიდის შეკეთებას ადგილობრივები წლების განმავლობაში ითხოვდნენ.
ნინოწმინდაში ცხრა ქუჩის მოასფალტებაზე მერიამ ტენდერი 1 330 584 ლარზე გამოაცხადა.
ქალაქში მოწესრიგდება აივაზოვსკის, საიათ-ნოვას, ისაკოვის, მიასნიაკის, მიქელაძის, ბარათაშვილის, ჯივანის, გინოსიანისა და გაგარინის ქუჩები. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ჯამში 2 840 მეტრის სიგრძის ასფალტი დაიგება.
ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების მიღება 23 იანვარს დაიწყება და 28 იანვარს დასრულდება.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქუთაისის თვითმმართველობას 8 475 371 ლარი გადაეცემა.
მერიამ თანხა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად უნდა გამოიყენოს. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, დაფინანსებულია 13 პროექტი.
სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდება აკაკი ხორავას , ფოთის, ნიკეას, შანიძის, ჭაბუკიანის, ჭავჭავაძისა და მწვანეყვავილას ქუჩებზე განსაზღვულია გზის, წყლის სისტემისა და საყრდენი კედლების მოწყობა. ასევე, დაგეგმილია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების მოწესრიგება, სკვერისა და სპორტული მოედნის გაკეთება.
განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალში მოხვდა...
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს 2020 წელს თანხები გაუხარჯავი დარჩა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
მიზეზად სააგენტოს ხელმძღვანელი პანდემიას ასახელებს. გელა კაპანაძის განცხადებით, დაგეგმილი და შემდეგ არ შემდგარი ღონისძიებების გამო კონკრეტული მიმართულებით საჭირო ფინანსები ვერ გაიწერა, მათ შორის იყო გორის დღეებისა და ახალი წლისთვის დაგეგმილი კონცერტები, რომლებიც გასულ წელს არ ჩატარებულა.
ამ თემებზე სააგენტოს ხელმძღვანელმა გადაცემაში...
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ, ორი მეორადი მაღალი გამავლობის მანქანის შესაძენად ტენდერი 60 000 ლარზე გამოაცხადა. მანქანები უნდა იყოს არანაკლებ 2010 წელს გამოშვებული. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა შეიძინოს თეთრი, ან რუხი ფერის მარჯვენა საჭიანი მანქანები, რომელთა გარბენი უნდა იყოს არაუმეტეს 150 000 კმ-სა.
წინადადებების მიღება 16 იანვარს დაიწყება და 18 იანვარს დასრულდება.
მანქანების შესაძენად ტენდერი მერიამ...
ახალციხეში, სოფელ აწყურში ადგილობრივებს შიდა გზების პრობლემა აწუხებთ. მათი თქმით, გადაადგილება განსაკუთრებით წვიმიან და თოვლიან ამინდში უძნელდებათ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„როცა წვიმს, ან თოვლია მაშინ გვაქვს პრობლემა. ისევ ადგილობრივები ცდილობენ ხოლმე ბარებით და თოხებით გამოდიან ხრეშს ყრიან, მაგრამ მაინც არ შველის, კარგი იქნება თუ მოაწესრიგებენ, ერთი თვის წინ ამ პრობლემის გამო მანქანა გავყიდე, სახლამდე მისვლა მიჭირდა“, - ამბობს...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ კვარხეთიდან ზერტამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.
3347 მეტრი გზის მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის მერიამ 1 025 240 ლარი გაითვალისწინა.
"არსებული გზის საფარი ხრეშისაა, რომელიც არის ძლიერ დაზიანებული, შეინიშნება ორმოები", - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღეში უნდა შეასრულოს.
გორის მერია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსების პროგრამას 2021 წელსაც აგრძელებს, თუმცა შემცირებული თანხით. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
პროგრამის ფარგლებში ამხანაგობას შეუძლია სახურავის, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო ქსელის, კორპუსის ფასადის, ლიფტების, სადარბაზოებისა და ეზოების კეთილმოწყობა და რეაბილიტაცია.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება განსახორციელებელი პროექტის ღირებულების 90%.
"გარდა პროექტის საერთო ღირებულების 90%-ისა, თვითმმართველობა აგრძელებს ამხანაგობების სოციალურად დაუცველი წევრების ფინანსურ წილის სრულად დაფარვასაც....
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სკრის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებისთვის 929 ათას 555 ლარია გათვალისწინებული. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
შენობის რეაბილიტაცია გასულ წელს დაიგეგმა, თავდაპირველად, მერიამ ტენდერი რეაბილიტაციის პროექტის შესადგენად გამოაცხადა და ამისთვის 19 200 ლარი გაითვალისწინა.
ამჟამად კი უშუალოდ სამუშაოების შესრულებისთვის შეარჩევს კომპანიას, რომელმაც ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები 5 თვეში უნდა დაასრულოს.
გარდა აღნიშნულისა, წელს გორის მუნიციპალიტეტში კიდევ 2 საბავშვო ბაღის...
2020 წელს გორის მერიის სოციალური პროგრამით 3 500 - მდე ბენეფიციარმა ისარგებლა.
მერიის განმარტებით ერთჯერადი სოციალური დახმარება იმ პირებმა მიიღეს, რომლებიც სხვა სახელმწიფო პროგრამებით არ ფინანსდებიან.
"მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამა არეგულირებს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას და ერთჯერადი სოციალური დახმარებების განხორციელებას, რაც ნაწილობრივ, ან საერთოდ არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამებით", - ნათქვამია მერიის განცხადებაში მათ დასახმარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 870 000...
გორის მერმა 2017 წელს განხორციელებულ ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია და მისი შედეგები შეაჯამა. კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, მოლოდინი, რა მიზნითაც მუნიციაპლური ორგანიზაციების შერწყმა-გაერთიანება მოხდა მეტ-ნაკლებად გამართლდა და საბიუჯეტო თანხები დაიზოგა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
მერის განმარტებით, პერიოდულად სხვადასხვა ა(ა)იპ-ებში კადრების დამატების საჭიროება იკვეთებოდა, თუმცა მთლიანობაში ხარჯები იმაზე მეტი არასოდეს დახარჯულა რაც მანამდე, ცალ-ცალკე მუნიციპალიტეტების არსებობის შემთხვევაში.
"ა(ა)იპების გაერთიანებით ბევრი თანხა დაიზოგა. მაგრამ ძალიან...
გორის მერის განცხადებით, ოპოზიციის კრიტიკა პოლიტიკური ნიშნით კადრების შერჩევაზე უსაფუძვლოა, რადგან კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, მუნიციპალურ ორგანიზაციებში განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანები მუშაობენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ამის მაგალითად გორის მერი სკოლამდელი აღზრდის, სპორტის და კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოებს ასახელებს.
"ა(ა)იპებში ხელმძღვანელები იღებენ გადაწყვეტილაბას კადრების შერჩევაზე და კონკურსი არ ცხადდება. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ იძახიან პოლიტიკური ნიშნით საქმდებიანო, არ არის სიმართლე....
2021 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით, გორის მუნიციპალიტეტში 8 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამი პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით უკვე მიმდინარეობს ტენდერი.
2021 წელს განხორციელდება შემდეგი პროექტები:
- ქიწნისში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია;
- სკრის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია;
- წმინდა წყლის დასახლებაში სადრენაჟე სისტემის მოწყობა (გაუქმებული N2 სათავის ტერიტორიაზე)
- ჭალის დასახლებაში FIFA-ს სტანდარტების დაცვით ხელოვნურსაფარიანი ორი სტადიონისა და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა;
-...
ბუკნარში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბესო ქათამაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე დაუპირისპირდნენ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
''ნაციონალური მოძრაობის'' წევრმა მაჟორიტარს უთხრა, რომ ის მოსახლოებას მეჩეთის მშენებლობა დაჰპირდა და ეს უნდა შეასრულოს. ვასილ ჩიგოგიძემ კი მას პროვოკატორი უწოდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა და ბესო ქათამაძე სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს.
ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა ამბობს, რომ მოლაპარაკების ჩაშლას ''ერთიანი ნაციონალური...
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ მის სარგებლობაში არსებული ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების შესყიდვისთვის, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
შპს "მაქსსერვისი" 2021 წლის განმავლობაში გუბერნიისგან ჯამურად 33 000 ლარს მიიღებს.
სამხარეო ადმინისტრაციამ აღნიშნულ კომპანიასთან ანალოგიური მიზნით, ხელშეკრულება გასულ წელსაც გააფორმა, თუმცა მაშინ გუბერნიას ეს მომსახურება 11 000 ლარით ნაკლები დაუჯდა.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































