შიდა ქართლის რწმუნებული ავტომანქანების ტექნიკური მომსახურებისთვის 33 000 ლარის დახარჯავს

386

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ მის სარგებლობაში არსებული ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების შესყიდვისთვის, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

შპს “მაქსსერვისი” 2021 წლის განმავლობაში გუბერნიისგან ჯამურად 33 000 ლარს მიიღებს.

სამხარეო ადმინისტრაციამ აღნიშნულ კომპანიასთან ანალოგიური მიზნით, ხელშეკრულება გასულ წელსაც გააფორმა, თუმცა მაშინ გუბერნიას ეს მომსახურება 11 000 ლარით ნაკლები დაუჯდა.