2020 წელს გორის მერიის სოციალური პროგრამით 3 500 – მდე ბენეფიციარმა ისარგებლა.
მერიის განმარტებით ერთჯერადი სოციალური დახმარება იმ პირებმა მიიღეს, რომლებიც სხვა სახელმწიფო პროგრამებით არ ფინანსდებიან.
“მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამა არეგულირებს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას და ერთჯერადი სოციალური დახმარებების განხორციელებას, რაც ნაწილობრივ, ან საერთოდ არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამებით”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში მათ დასახმარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 870 000 ლარი გამოიყო.
მერიის სოციალური პროგრამით სარგებლობენ:
ონკოლოგიური ავადმყოფები (გამოკვლევები,მკურნალობა, მედიკამენტები);
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები;
დიალიზზე მყოფი პირები;
სოციალურად დაუცველი მოსახლეობა (გამოკვლევები,მკურნალობა, მედიკამენტები გარკვეული კატეგორიას);
დედ-მამით ობოლი ბავშვები;
ვეტერანები;
მრავალშვილიანი ოჯახები;
ასი და ასზე მეტი წლის მოხუცები;
რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვები;
მარტოხელა მშობლები;
ოჯახში ძალადობის მსხვერპლები;
უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობა (ქირით უზრუნველყოფა);
ყოფილი მსჯავრდებულები;
სტუდენტები და სპორტსმენები (სოციალურად დაუცველი);
ხანძრებისა და ბუნებრივი მოვლენებით დაზარალებული პირები;
მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება.
ბენეფიციარები, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებს მიეკუთვნებიან, გორის მერიის სოციალური პროგრამით სარგებლობას 2021 წელსაც შეძლებენ.