2021 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით, გორის მუნიციპალიტეტში 8 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამი პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით უკვე მიმდინარეობს ტენდერი.
2021 წელს განხორციელდება შემდეგი პროექტები:
– ქიწნისში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია;
– სკრის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია;
– წმინდა წყლის დასახლებაში სადრენაჟე სისტემის მოწყობა (გაუქმებული N2 სათავის ტერიტორიაზე)
– ჭალის დასახლებაში FIFA-ს სტანდარტების დაცვით ხელოვნურსაფარიანი ორი სტადიონისა და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა;
– გოგებაშვილის ქუჩის გაგრძელების რეაბილიტაცია (მონაკვეთი ქუთაისის ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე);
– ქორდში ეკლესიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია (ხაჩიურების უბანი);
– ხელთუბნის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია;
– კვარხეთიდან ზერტამდე დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.
მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს აღნიშნული ფონდის დაფინანსებით გრძელდება 2020 წელს დაწყებული ხუთი ინფრასტრუქტურული პროექტი. ესენია:
– შარტავას ქუჩის რეაბილიტაცია;
– ამილახვრის ქუჩის რეაბილიტაცია;
– ტყვიავის ქუჩის რეაბილიტაცია;
– წედისი, ბნავისი, ოლოზის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია;
– ხიდისთავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელებული 13 პროექტის ჯამური ღირებულება 8 274 392 ლარია