გორის მერმა 2017 წელს განხორციელებულ ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია და მისი შედეგები შეაჯამა. კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, მოლოდინი, რა მიზნითაც მუნიციაპლური ორგანიზაციების შერწყმა-გაერთიანება მოხდა მეტ-ნაკლებად გამართლდა და საბიუჯეტო თანხები დაიზოგა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
მერის განმარტებით, პერიოდულად სხვადასხვა ა(ა)იპ-ებში კადრების დამატების საჭიროება იკვეთებოდა, თუმცა მთლიანობაში ხარჯები იმაზე მეტი არასოდეს დახარჯულა რაც მანამდე, ცალ-ცალკე მუნიციპალიტეტების არსებობის შემთხვევაში.
“ა(ა)იპების გაერთიანებით ბევრი თანხა დაიზოგა. მაგრამ ძალიან ბევრი ხალხიც დავასაქმეთ. გამოჩნდა, რომ საჭირო იყო ხალხის დასაქმება. 2 მუნიციპალიტეტი გაერთიანდა, ჩვენ უნდა შეგვემცირებინა კადრები, შევამცირეთ კიდეც. მაგრამ მერე შევხედეთ, რომ გვჭირდებოდა უფრო მეტი ადამიანი და მოხდა ხალხის დამატება. რასაც ველოდებოდით იმ რაოდენობის თანხა ვერ შევამცირეთ, უფრო სხვა თანხები დაიზოგა. თავიდან აყვანილ ხალხს დავამატეთ კიდევ გარკვეული რაოდენობა, რადგან დაგვჭირდა. ამან გამოიწვია, ის რომ რეორგინიზაიციის შემდეგ, თავდაპირველად ნაკლები იყო ხარჯი, შემდეგ მოიმატა ამ ხარჯმა.ამის გამო გაგვეზარდა თანხები. მაგრამ არა კატასტროფულად. უფრო მეტი ხარჯი გვექნებოდა, რომ არ მომხდარიყო რეორგანიზაცია”,-აცხადებს გორის მერი.