გორის მუნიციპალიტეტის მერიამ კვარხეთიდან ზერტამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.
3347 მეტრი გზის მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის მერიამ 1 025 240 ლარი გაითვალისწინა.
“არსებული გზის საფარი ხრეშისაა, რომელიც არის ძლიერ დაზიანებული, შეინიშნება ორმოები”, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღეში უნდა შეასრულოს.