გორის მერი: ა(ა)იპ-ებში ოპოზიციის მხარდამჭერებიც არიან დასაქმებულები

708

გორის მერის განცხადებით, ოპოზიციის კრიტიკა პოლიტიკური ნიშნით კადრების შერჩევაზე უსაფუძვლოა, რადგან კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, მუნიციპალურ ორგანიზაციებში განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანები მუშაობენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

ამის მაგალითად გორის მერი სკოლამდელი აღზრდის, სპორტის და კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოებს ასახელებს.

“ა(ა)იპებში ხელმძღვანელები იღებენ გადაწყვეტილაბას კადრების შერჩევაზე და კონკურსი არ ცხადდება. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ იძახიან პოლიტიკური ნიშნით საქმდებიანო, არ არის სიმართლე. გორის მუნიციპალიტეტის უმრავლესობა “ქართული ოცნების” მხარდამჭერია და რა თქმა უნდა, მათი ოჯახის ახლობლებიც მოხვდებიან რომელიმე პოზიციაზე. გორი პატარა ქალაქია და დასაქმებულები არიან ოპოზიციონერთა ოჯახის წევრებიც. მაგალითად, ვასილისა “პრეკრასნაიას” ხომ იცნობთ? (პრეკრასნიაია ლამაზს ნიშნავს და მშვენიერს). მაგისი დედაა დასამებული კარალეთის საბავშვო ბაღში მზარეულად. რეორგანიზაციის შედეგად ჩვენ ხომ შეგვეძლო გაგვეშვა? მაგრამ დღემდე მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ მისი შვილი ხშირად გვაკრიტიკებს. ასევე ლია კოვზიაშვილი, ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი “მრეწველებიდანაა”. პატრიოტთა ალიანსიდან 2 თანამშრომელი სპორტის სააგენტოს ჰყავს, 2 კულტურის სააგენტოში მუშობს, კიდევ ბევრის ჩამოთვალ შემიძლია. არ იძახის ზოგი, მაგრამ ვიცით, რომ ისინი “ქართული ოცნების” მხარდამჭერები არ არიან, მაგრამ მუშაობენ მუნიციპალურ ორგანიზაციებში”, – ამბობს გორის მერი.