ნინოწმინდაში 9 ქუჩაზე ასფალტს დააგებენ

396

ნინოწმინდაში ცხრა ქუჩის მოასფალტებაზე მერიამ ტენდერი 1 330 584 ლარზე გამოაცხადა.

ქალაქში მოწესრიგდება აივაზოვსკის, საიათ-ნოვას, ისაკოვის, მიასნიაკის, მიქელაძის, ბარათაშვილის, ჯივანის, გინოსიანისა და გაგარინის ქუჩები. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ჯამში  2 840 მეტრის სიგრძის ასფალტი დაიგება.

ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების მიღება 23 იანვარს დაიწყება და 28 იანვარს დასრულდება.