ბორჯომში N1 საჯარო სკოლასთან სკვერის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

372

ბორჯომში, წმ. ნინოს ქუჩაზე N1 საჯარო სკოლის მიმდებარედ სკვერის მოწყობისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 748 858 ლარს შეადგენს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 

სატენდერო დოკუმენტების თანახმად, პროექტი ითვალისწინებს, საფეხმავლო ბილიკების დეკორატიული გრანიტის ფილითა და ბორდიურებით შემოღობილი მწვანე სივრცეების მოწყობას.

სკვერში მოეწყობა მოსასვენებელი სივრცეები  სკამებით, სანაგვე ურნებით, წყლის დასალევი ფანტანით და  დეკორატიული გარე განათების ლამპიონებით, ასევე გათვალისწინებულია ტერიტორიაზე რკინა–ბეტონის სკამებისა და საყვავილე ქოთნების და ქანდაკების მოწყობა.

ტენდერში მონაწილეების მსურველებისთვის წინადადების მიღება 17 იანვრიდან დაიწყება და 22–ში დასრულდება.  შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 748 858 ლარია. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 5 (ხუთი) თვის ვადაში უნდა დაასრულოს.