13 სოფელთან დამაკავშირებელი ავარიული ხიდის ადგილზე, ადიგენის მერია ახალ ხიდს ააშენებს, ტენდერი 619 190 ლარზეა გამოცხადებული.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ხიდის მშენებლობასთან ერთად იგეგმება ბათუმი–ახალციხის გზიდან მლაშე-მოხის დამაკავშირებელ გზამდე ადგილობრივი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაციაც. სამუშაოებისთვის თანხა სახელმწიფო (92%) და ადგილობრივი (8 %) ბიუჯეტიდან დაიხარჯება.
მლაშეს ავარიული ხიდის შეკეთებას ადგილობრივები წლების განმავლობაში ითხოვდნენ.