ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ, ორი მეორადი მაღალი გამავლობის მანქანის შესაძენად ტენდერი 60 000 ლარზე გამოაცხადა. მანქანები უნდა იყოს არანაკლებ 2010 წელს გამოშვებული. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა შეიძინოს თეთრი, ან რუხი ფერის მარჯვენა საჭიანი მანქანები, რომელთა გარბენი უნდა იყოს არაუმეტეს 150 000 კმ-სა.
წინადადებების მიღება 16 იანვარს დაიწყება და 18 იანვარს დასრულდება.
მანქანების შესაძენად ტენდერი მერიამ გასულ წელსაც გამოაცხადა, თუმცა მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. ამჯერად მერიამ ტენდერის პირობები შეცვალა, მანქანები 2012 წლის ნაცვლად არანაკლებ 2010 წელს უნდა იყოს გამოშვებული.