სოფლის მეურნეობა არის სხვა, ხოლო სოფლად ცხოვრება და სოფლის მოსახლეობა - სხვა ყველაზე წარმატებული სოფლის მეურნეობის მქონე ქვეყნებში, უშუალოდ სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოსახლეობის წილი დაბალია, მაქსიმუმ 5%-6%, - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქაგადიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, როგორც კი მსხვილი ინვესტორი გამოჩნდება სახელმწიფო მიწის ათვისებასთან დაკავშირებით, მოსახლეობის წინააღმდეგობა იწყება. “საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების მთავარი პრობლემა ისაა, რომ...
კასპში წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ქუჩა წლებია ამორტიზირებულია და მოასფალტებულიც არასოდეს ყოფილა. მათივე ცნობით, აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის 127 031 ლარი დაიხარჯება. გარდა ამისა, წერეთლის ქუჩასთან ერთად მოასფალტდება შარიფაშვილის, ყაზბეგის, გურამიშვილის და წულუკიძის ქუჩები. "ხუთივე ქუჩა ერთმანეთთან დაკავშირებული და გადაადგილებისთვის პრობლემურია. ხუთივე ქუჩის მოასფალტებას 889 991 ლარი მოხმარდება", - განმარტავენ მერიაში. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით...
ბორჯომში,რუსთაველის ქუჩის N51, N51ა და N53-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო. ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელსაც შპს „ბესთ ბილდ გრუპი“ აწარმოებს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით 679 086 ლარი მოხმარდება. "მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები აგურისა და ლითონის დეკორატიული დეტალებით მოპირკეთდება. ასევე, გათვალისწინებულია აივნების ლითონის მოაჯირის მინის დეკორატიული მოაჯირით შეცვლა", - განმარტავენ ბორჯომის მერიაში. მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერია ქალაქის მასშტაბით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების...
ჩვენ ეტაპობრივად გადავალთ ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებაზე,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას “მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. მისი თქმით, ნარჩენების მართვის ახლებური მიდგომები ითვალისწინებს წარმოების გაფართოებული ვალდებულებების შემოღებას ქვეყანაში. „ნარჩენების მართვა ძალიან მნიშვნელოვანია. არ შევეხები წინა წლებში განხორციელებულ რეფორმებსა და პროგრამებს, ვიტყვი, რომ 2020 წელი აქაც მნიშვნელოვანი იყო. ნარჩენების მართვის ახლებური მიდგომები ითვალისწინებს წარმოების...
ქვეყანაში უკვე აშენებულია 247 კმ-იანი მაგისტრალი, 140 კმ-ზე კი მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ რადიო „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, პანდემიამ ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებაზეც გარკვეულწილად იმოქმედა, თუმცა ამ დიდი გამოწვევის მიუხედავად სისტემურ პროექტებზე სამუშოები ერთი დღითაც არ შეუჩერებიათ. ასევე, მაგისტრალური გზის მშენებლობის ისეთი პროექტების განხორციელება, რომელსაც საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს. ქარსელაძემ აღნიშნა, რომ 2020...
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბეჟან წაქაძე ფიქრობს, რომ მესაკუთრეებისთვის, რომლებიც არ ამუშავებენ საკუთარ სასოფლო-სამეურნეო მიწას, უნდა დაწესდეს ე.წ. მოცდენის გადასახადი. "მოცდენის გადასახადი უნდა დაწესდეს, ჩემი აზრით, გარკვეული მიმართულებით, რომ მიწის მესაკუთრე, რომელიც ფლობს მიწას და არ ამუშავებს წლების განმავლობაში, ამას, აუცილებელია, გარკვეული გადასახადი დაწესდეს. თუმცა, არაპოპულარული ნაბიჯია, მაგრამ, აუცილებელია ქვეყნის განვითარებისათვის და იმისათვის, რომ რესურსი გამოვიყენოთ დროულად, სწრაფად და ეფექტურად", —...
წყალმომარაგება ინფრასტრუქტურის სამინისტროს მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მაგალითად, 2021 წელს 348 მილიონი ლარია განსაზღვრული ბიუჯეტით სწორედ წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ რადიო „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, 2012 წელს ამ მიმართულებით 34 მილიონი ლარი იყო განსაზღვრული. "ჯამურად 2 მილიარდ 600 მილიონის პროექტების განხორციელება მიმდინარეობს ამ პერიოდში. მათგან დიდი ნაწილი დასრულებულია, დიდი ნაწილი კი - დასრულების...
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და, ამავდროულად, ქობულეთის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე დააკავეს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ქრთამის აღებაში დახმარების გამო კიდევ ერთი ადამიანია დაკავებული. "გამოძიებით დგინდება, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მოქალაქეს დაჰპირდა, რომ თავისი უფლებამოსილებისა და ავტორიტეტის გამოყენებით, ქ. ქობულეთში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კონკრეტულ...
კასპში სამების ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სამების ქუჩა წლების განმავლობაში ამორტიზირებულია და მოასფალტებული არასოდეს ყოფილა. მათივე ცნობით, აღნიშნული გზის რეაბილიტაციას 88 975 ლარი მოხმარდება. გარდა ამისა, სამების ქუჩასთან ერთად რეაბილიტაცია ჩაუტარდება ლესელიძის, ჯორჯიაშვილის, მეტეხის და ქვათახევის ქუჩებს. მერიის ცნობით, ხუთივე ქუჩა ერთმანეთთანაა დაკავშირებული და მათ სარეაბილიტაციოდ ჯამში 969 980 ლარი დაიხარჯება. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი...
ქარელში ყაზბეგის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშოების ფარგლებში, ცალკეულ მონაკვეთებში ფრაგმენტებად შემორჩენილ ძველ ასფალტს ფრეზირება ჩაუტარდება და ასფალტობეტონის ახალი 1 კმ-ანი გზის საფარი დაიგება. მათივე ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს სამოსის ქვედა ფენის მოწყობა. აღნიშნული პროექტის ღირებულება, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს, 444 800 ლარს შეადგენს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს "იბოლია“...
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. 2021 წელს, ადიგენის მუნიციპალიტეტში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 648 000 ლარი დაიხარჯება. დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები ადიგენის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ეტაპობრივად, ქვეყანაში არსებული რეგულაციების გათვალისწინებით გაიმართა,"- წერია მერიის...
იაპონიის საელჩომ თელავს მაღალი გამავლობის ევროსტანდარტების შესაბამისი რეანიმობილი გადასცა, რომელიც მძიმე პაცენტების თბილისში გადაყვანას უზრუნველყოფს. „იაპონიის საელჩომ საჩუქრად გადმოგვცა თანამედროვე სტანდარტების რეანიმობილი. მუნიციპალიტეტის მასშტაბით მსგავსი ტიპის სამედიცინო ტრანსპორტი ამ დრომდე არ გვყავდა. რეანიმობილი მაქსიმალურად უსაფრთხოდ უზრუნველყოფს მძიმე პაციენტების დედაქალაქში ტრანსპორტირებას. დიდ მადლობას ვუხდით იაპონელ ხალხს გულისხმიერებისთვის“, - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა. თელავის გარდა რეანომობილები ოზურგეთს, ამბროლაურსა და ზუგდიდს გადაეცა
დმანისის მერია ინფრასტრუქტურულ სამუშოებზე 124 105 ლარის ღიებულების ტენდერს აცხადებს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სოფელ მთისძირში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს რეაბილიტაცია, სოფელ ქციის ცენტრში სკვერის გაკეთება, სოფელ განახლებაში და სოფელ ახაშის ცენტრალურ გზაზე კი მოსაცდელის მოწყობა იგეგმება. ასევე, მოსაცდელები მოეწყობა სოფელ განთიადში საბავშვო ბაღთან და სოფელ ჯავახის ჩასახვევთან. გარდა ამისა, მოსაცდელები გაკეთდება სოფელ ველისპირში, სოფელ იაღუფლოში, სოფელ მამულოში, სოფელ სარკინეთში და ქალაქ დმანისში,...
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ორ სართულიანი შენობის აშენება, სადაც მოეწყობა საბავშვო ჯგუფების ოჯახები, საძინებლები, დარბაზი, სამზარეულო, სამრეცხაო და სველი წერტილები. ასევე, ეზოში მოეწყობა ბავშვების გასართობი სივრცე, გამწვანება, ლამპიონები, მოსასვენებელი სკამები და დაიგება დეკორატიული ფილები. სოფელში წლების განმავლობაში საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებდა. პროექტის დასრულების შემდეგ ბაღი 90-მდე აღსაზრდელის მიღებას შეძლებს. საბავშვო ბაღის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი...
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის ფარგლებში რამდენიმე შეზღუდვა მოისხნა. ამის შესახებ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა. საბჭოს გადაწყვეტილებით: ხვალიდან, 19 მარტიდან ნებადართულია ცოცხალი მუსიკა საკვებ ობიექტებში. 1 აპრილიდან რეგულაციების დაცვით განახლდება საბავშო-გასართობი ცენტრების ფუნქციონირება; 1 აპრილიდან გაიხსნება კინო-თეატრები; 28 მარტს, საქართველო-ესპანეთის მატჩზე მაყურებლების 30%-ს შეეძლება დასწრება; ძიუდოს გრანდ-სლემზე მაყურებელი დაიშვება 30%-ით; ამ ეტაპზე კვლავ...
ახალციხის მუნიციპალიტეში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ მოსახლეობასთან დასკვნითი შეხვედრები გაიმართა პამაჯისა და საძელის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში. მერიის ცნობით, სოფლების დიდი პამაჯის, პატარა პამაჯის, ორალის, ყულალისის, საძელისა და ხაკის მაცხოვრებლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დასახლებებში არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს და ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს, რას მოხმარდება თითოეული სოფლისთვის გამოყოფილი თანხა. ახალციხის მუნიციპალიტეტში, 2021 წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ