კასპში წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ქუჩა წლებია ამორტიზირებულია და მოასფალტებულიც არასოდეს ყოფილა. მათივე ცნობით, აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის 127 031 ლარი დაიხარჯება.
გარდა ამისა, წერეთლის ქუჩასთან ერთად მოასფალტდება შარიფაშვილის, ყაზბეგის, გურამიშვილის და წულუკიძის ქუჩები.
“ხუთივე ქუჩა ერთმანეთთან დაკავშირებული და გადაადგილებისთვის პრობლემურია. ხუთივე ქუჩის მოასფალტებას 889 991 ლარი მოხმარდება”, – განმარტავენ მერიაში.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.