ქარელში ყაზბეგის ქუჩის მოასფალტებისთვის 444 800 ლარი იხარჯება

1085

ქარელში ყაზბეგის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშოების ფარგლებში, ცალკეულ მონაკვეთებში ფრაგმენტებად შემორჩენილ ძველ ასფალტს ფრეზირება ჩაუტარდება და ასფალტობეტონის ახალი 1 კმ-ანი გზის საფარი დაიგება. მათივე ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს სამოსის ქვედა ფენის მოწყობა.

აღნიშნული პროექტის ღირებულება, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს, 444 800 ლარს შეადგენს.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს “იბოლია“ აწარმოებს.