დმანისის მერია ინფრასტრუქტურულ სამუშოებზე 124 105 ლარის ღიებულების ტენდერს აცხადებს

404

დმანისის მერია ინფრასტრუქტურულ სამუშოებზე 124 105 ლარის ღიებულების ტენდერს აცხადებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სოფელ მთისძირში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს რეაბილიტაცია, სოფელ ქციის ცენტრში სკვერის გაკეთება, სოფელ განახლებაში და სოფელ ახაშის ცენტრალურ გზაზე კი მოსაცდელის მოწყობა იგეგმება. ასევე, მოსაცდელები მოეწყობა სოფელ განთიადში საბავშვო ბაღთან და სოფელ ჯავახის ჩასახვევთან.

გარდა ამისა, მოსაცდელები გაკეთდება სოფელ ველისპირში, სოფელ იაღუფლოში, სოფელ მამულოში, სოფელ სარკინეთში და ქალაქ დმანისში, ბატონიშვილის და აღმაშენებლის კვეთაზე.

სატენდერო წინადადებების მიღება 20 მარტს იწყება და 23 მარტს დასრულდება.