“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.
2021 წელს, ადიგენის მუნიციპალიტეტში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 648 000 ლარი დაიხარჯება.
დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები ადიგენის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ეტაპობრივად, ქვეყანაში არსებული რეგულაციების გათვალისწინებით გაიმართა,”- წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.