საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბეჟან წაქაძე ფიქრობს, რომ მესაკუთრეებისთვის, რომლებიც არ ამუშავებენ საკუთარ სასოფლო-სამეურნეო მიწას, უნდა დაწესდეს ე.წ. მოცდენის გადასახადი.
“მოცდენის გადასახადი უნდა დაწესდეს, ჩემი აზრით, გარკვეული მიმართულებით, რომ მიწის მესაკუთრე, რომელიც ფლობს მიწას და არ ამუშავებს წლების განმავლობაში, ამას, აუცილებელია, გარკვეული გადასახადი დაწესდეს. თუმცა, არაპოპულარული ნაბიჯია, მაგრამ, აუცილებელია ქვეყნის განვითარებისათვის და იმისათვის, რომ რესურსი გამოვიყენოთ დროულად, სწრაფად და ეფექტურად”, — განაცხადა წაქაძემ.
ამ ინიციატივით წაქაძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს მიმართა. დავითაშვილი დღეს, მინისტრის საათის ფარგლებში, პარლამენტში მოხსენებით წარსდგა.
აღსანიშნავია, რომ ამავე სესიაზე, პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მიწის პრივატიზაციაზე ისაუბრა და დავითაშვილს ჰკითხა, რატომ არ უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო მიწების მოსახლეობისთვის გადაცემას