ახალციხის სოფელ წყრუთში საბავშვო ბაღი შენდება

558

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტით გათვალისწინებულია თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ორ სართულიანი შენობის აშენება, სადაც მოეწყობა საბავშვო ჯგუფების ოჯახები, საძინებლები, დარბაზი, სამზარეულო, სამრეცხაო და სველი წერტილები.

ასევე, ეზოში მოეწყობა ბავშვების გასართობი სივრცე, გამწვანება, ლამპიონები, მოსასვენებელი სკამები და დაიგება დეკორატიული ფილები.

სოფელში წლების განმავლობაში საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებდა. პროექტის დასრულების შემდეგ ბაღი 90-მდე აღსაზრდელის მიღებას შეძლებს.

საბავშვო ბაღის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 877 157 ლარით ფინანსდება.