რა რეგულაციების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ დღეს

647

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის ფარგლებში რამდენიმე შეზღუდვა მოისხნა. ამის შესახებ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა.

საბჭოს გადაწყვეტილებით:

  • ხვალიდან, 19 მარტიდან ნებადართულია ცოცხალი მუსიკა საკვებ ობიექტებში.
  • 1 აპრილიდან რეგულაციების დაცვით განახლდება საბავშო-გასართობი ცენტრების ფუნქციონირება;
  • 1 აპრილიდან გაიხსნება კინო-თეატრები;
  • 28 მარტს, საქართველო-ესპანეთის მატჩზე მაყურებლების 30%-ს შეეძლება დასწრება;
  • ძიუდოს გრანდ-სლემზე მაყურებელი დაიშვება 30%-ით;

ამ ეტაპზე კვლავ ძალაში რჩება ღამით გადაადგილების შეზღუდვა, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტი მობილობის შესამცირებლად. საბჭო აკვირდება ვითარებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს მიიღებს არსებული ეპიდემიოლოგიური სურათის ანალიზის საფუძველზე.