ბორჯომში,რუსთაველის ქუჩის N51, N51ა და N53-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო.
ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელსაც შპს „ბესთ ბილდ გრუპი“ აწარმოებს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით 679 086 ლარი მოხმარდება.
“მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები აგურისა და ლითონის დეკორატიული დეტალებით მოპირკეთდება. ასევე, გათვალისწინებულია აივნების ლითონის მოაჯირის მინის დეკორატიული მოაჯირით შეცვლა”, – განმარტავენ ბორჯომის მერიაში.
მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერია ქალაქის მასშტაბით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციას მომავალშიც გეგმავს.