იაპონიის საელჩომ თელავს მაღალი გამავლობის ევროსტანდარტების შესაბამისი რეანიმობილი გადასცა

728

იაპონიის საელჩომ თელავს მაღალი გამავლობის ევროსტანდარტების შესაბამისი რეანიმობილი გადასცა, რომელიც მძიმე პაცენტების თბილისში გადაყვანას უზრუნველყოფს.

„იაპონიის საელჩომ საჩუქრად გადმოგვცა თანამედროვე სტანდარტების რეანიმობილი. მუნიციპალიტეტის მასშტაბით მსგავსი ტიპის სამედიცინო ტრანსპორტი ამ დრომდე არ გვყავდა. რეანიმობილი მაქსიმალურად უსაფრთხოდ უზრუნველყოფს მძიმე პაციენტების დედაქალაქში ტრანსპორტირებას. დიდ მადლობას ვუხდით იაპონელ ხალხს გულისხმიერებისთვის“, – განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა.

თელავის გარდა რეანომობილები ოზურგეთს, ამბროლაურსა და ზუგდიდს გადაეცა