ქარსელაძე: საგზაო მაგისტრალის მშენებლობა 140 კმ-ზე მიმდინარეობს

697

ქვეყანაში უკვე აშენებულია 247 კმ-იანი მაგისტრალი, 140 კმ-ზე კი მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ რადიო „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიამ ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებაზეც გარკვეულწილად იმოქმედა, თუმცა ამ დიდი გამოწვევის მიუხედავად სისტემურ პროექტებზე სამუშოები ერთი დღითაც არ შეუჩერებიათ. ასევე, მაგისტრალური გზის მშენებლობის ისეთი პროექტების განხორციელება, რომელსაც საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს.

ქარსელაძემ აღნიშნა, რომ 2020 წლის განმავლობაში 70 კმ მაგისტრალური გზის გახსნა მოახერხეს, შედეგად თბილისიდან ბათუმში ჩასვლა 5 საათის ნაცვლად უკვე 4 საათშია შესაძლებელი.

მისი თქმით, 70 კმ სიგრძის მონაკვეთი შედგებოდა ხაშურის შემოვლითი გზის, ქუთაისის შემოვლითი გზის ორი ზოლისა და ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კმ-იანი მონაკვეთისგან.

მინისტრის განცხადებით, ახლადაშენებული გზები სრულად შეესაბამება საგზაო უსაფრთხოების თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.

„როდესაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, წითელი ხიდიდან სარფამდე, მთლიანად დასრულდება, მანძილი 30 კმ-ით შემცირდება. ამჟამად 460კმ. და 430 კმ. გახდება. მგზავრობის იდეალური დრო 8 საათია და იგი ფაქტობრივდ განახევრდება. შედეგად აღნიშნული ფაქტი საგზაო დერეაფანს მეტ მიმზიდველობას შესძენს“, – განაცხადა ქარსელაძემ.