კასპში სამების ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სამების ქუჩა წლების განმავლობაში ამორტიზირებულია და მოასფალტებული არასოდეს ყოფილა. მათივე ცნობით, აღნიშნული გზის რეაბილიტაციას 88 975 ლარი მოხმარდება.
გარდა ამისა, სამების ქუჩასთან ერთად რეაბილიტაცია ჩაუტარდება ლესელიძის, ჯორჯიაშვილის, მეტეხის და ქვათახევის ქუჩებს. მერიის ცნობით, ხუთივე ქუჩა ერთმანეთთანაა დაკავშირებული და მათ სარეაბილიტაციოდ ჯამში 969 980 ლარი დაიხარჯება.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.