გორში ქალაქის ერთ – ერთი ისტორიული ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის სიგრძე 660 მეტრია. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, პროექტი, რომელზეც 2 მლნ. ლარზე მეტი გაიხარჯება, ყველა კომუნიკაციის გამოცვლასა და გზის საავტომობილო და საფეხმავლო ნაწილების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. “გამოიცვლება სასმელი წყლის, საკანალიზაციო, სანიაღვრე სისტემები, ტროტუარებზე მოეწყობა დეკორატიული ფილები, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტი, დამონტაჟდება გარეგანათება, ნაგვის ურნები და ქვის სკამები. სამუშაოები, რომელიც...
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის III მიკრორაიონის IV კვარტლის N1-8 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. "ტერიტორიაზე, რომელიც 7 500 კვ. მ ფართობს მოიცავს, რამდენიმე სხვადასხვა ზონა შეიქმნება. მათ შორის, სავარჯიშო სივრცე, სადაც ტრენაჟორები დამონტაჟდება; საბავშვო-გასართობი ზონები - სხვადასხვა ატრაქციონით ფიზიკური აქტივობებისთვის; მოსასვენებელი პავილიონები და სხვა ურბანული ავეჯი. პარკის სავალი ბილიკები მოპირკეთდება ფილებით, დამონტაჟდება განათების ქსელი,...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, სააღმზრდელო დაწესებულება, რომელიც 50 ბავშვზეა გათვლილი, სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. შენობის მოწესრიგებასთან ერთად, მოპირკეთდება ეზო და დამონტაჟდება გასართობი ატრაქციონები. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 499 999 ლარს შეადგენს.
სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, შპს „ბიორასმა“, 60 მზის პანელისა და 24 მზის ბატარეის შესაძენად, 30,000 ლარის ოდენობით თანადაფინანსება მიიღო. გამომუშავებული ენერგიით, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 12 ჰა-ზე გაშენებული კაკლის ბაღისა და მცირე სასათბურე მეურნების სარწყავი წყლით უზრუნველყოფა ხდება. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მეურნეობის დასათვალიერებლად სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის...
რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურად გრძელდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, სამშენებლო სამუშაო რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის 11.6 კმ-იან, ხევი-უბისას 12.2 კმ-იან, უბისა-შორაპანის 13 კმ-იან და შორაპანი-არგვეთას 14.7 მონაკვეთებზე მიმდინარეობს. მათი ინფორმაციით, შორაპანი-არგვეთას გზის მშენებლობა წელს დაიწყო. "ზოგადად, 2021 წელი, რიკოთის გზის მშენებლობაში გარდამტეხი იქნება პროგრესის კუთხით. ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაო, ჯამში 62 ხიდსა და 39 გვირაბზე პარალელურად...
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დიდ დიღომში, აღმაშენებლის ხეივანსა და დიღომი 8-ის ტერიტორიაზე, უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობისა და კონსტრუქციის დემონტაჟი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს. „ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის ხუთი ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ორი თვის წინ მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის...
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშის დასკვნებისა და რეკომენდაციების ნაწილშია აღნიშნული, ბლოკური მეწყრის ხასიათის, გავრცელების არეალის ტოპოგრაფიიდან გამომდინარე, შედარებით მცირეა ალბათობა იმისა, რომ დაძრული მასა გელოვანის გამზირამდე ჩავიდეს. ამასთან, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ვინაიდან მეწყრის გავრცელების არეალის ზუსტი პროგნოზირება ხშირად შეუძლებელია, აუცილებელია გავრცელების სავარაუდო არეალიდან მოსახლეობის უსაფრთხო...
სამგორის რაიონის გამგეობა ქვემო სამგორში, ნაკადულის ქუჩის მესამე გასასვლელში არსებულ მიწის ნაკვეთზე სპორტულ სივრცეებს აწყობს. 2 523 კვ.მ ფართობზე სპორტული მოედნები, რეკრეაციული სივრცე და სხვადასხვა სპორტული ინფრასტრუქტურა განთავსდება. მიმდინარე სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად დაათვალიერა. პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე მოეწყობა FIFA-ს სტანდარტების მინი-ფეხბურთის სტადიონი. 40x25 ზომის ხელოვნურსაფარიან მოედანთან გაკეთდება 60-ადგილიანი მაყურებელთა ტრიბუნა და სტადიონის განათების სისტემა. მოედნის...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ამ ეპიდსიტუაციას შევინარჩუნებთ, მაშინ შესაძლოა, ქვეყანას წინასააღდგომო შეზღუდვები არ დასჭირდეს. მისი თქმით, თუ ის კლასატერები, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, გამრავლდება და შიდა გავრცელება საყოველთაო იქნება, მაშინ ქვეყანაში სხვადასხვა შეზღუდვების დაწესება გახდება საჭირო. „გთხოვთ ყველას, რომ აპრილი გავიაროთ რაც შეიძლება მოკრძალებულად და რაც შეიძლება მაქსიმალურად დავიცვათ რეკომენდაციები, რომ სააღდგომო დღესასწაულს შევხდეთ მშვიდად. თუ რა თქმა უნდა,...
დიდუბის რაიონის რობაქიძის გამზირზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში ასფალტის მოწესრიგება მიმდინარეობს. "პროექტი დასკვნით ეტაპზეა და სამანქანო გზასა და ტროტუარებზე ორფენიანი ასფალტის საფარი ჯამში, 3 600 კვ.მ ფართობზე იგება. სამუშაოების ფარგლებში, ასევე, შეიცვალა დაზიანებული ბორდიური", - განმარტავენ გამგეობაში. მათივე ცნობით, ასფალტის მოსაწესრიგებლად დიდუბის რაიონის ბიუჯეტიდან 150 000 ლარი იხარჯება. დიდუბის რაიონში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიისა“ და დიდუბის რაიონის გამგეობის სპეციალისტების მეთვალყურეობით მიმდინარეობს.
გლდანის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 28 პროექტი მიმდინარეობს, შვიდი კი, დასრულდა. "ამ ეტაპზე, 18 მისამართზე ამორტიზებული სახურავის რეაბილიტაცია სრულდება, მათ შორის ილორის N9 კორპუსში და გლდანის მეოთხე მიკრორაიონის N96 ბ კორპუსში სახურავი შეიცვალა. ასევე, ლიფტებს და წითელ ხაზებში არსებულ წყალარინების შიდა და გარე ქსელებს რეაბილიტაცია უტარდება",  - განმარტავენ გამგეობაში. მათივე ცნობით, სამუშაოები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში,...
ხაშურის პირველ და მე-7 საბავშვო ბაღებში გათბობის სისტემა დაზიანდა. მრავალჯერშეკეთების მიუხედავად, მე-7 საბავშვო ბაღში, ტუმბოები ვეღარ აღადგინეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. როგორც მე-7 ბაღის დირექტორი, ლიანა საბანაძე აღნიშნავს, აუცილებელია ახალი ტუმბოს მონტაჟი. იგი ადასტურებს, რომ ტუმბო ბევრჯერ შეაკეთეს. ასევე, გათბობის გარეშეა დარჩენილი პირველი საბავშვო ბაღიც, მათ პრობლემის შესახებ ინფორმაცია მერიას 29 მარტს მიაწოდეს.
გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოში ახალი ხელმძღვანელი ჯერ არ დანიშნულა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. ბაჩანა გვიანიშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ, ხელმძღვანელის მოვალეობას ალექსანდრე მაკრახიძე ასრულებს. გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ ჯერჯერობით ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკრეტული პირი შერჩეული არ ჰყავს, თუმცა ა(ა)იპ- ის ახალი ხელმძღვანელი მალე ეყოლება. "ჯერჯერობით არ გნვიხილავთ არავის კანდიდატურას. ვნახოთ, შევარჩევთ ახალ კადრს და მალე დავნიშნავთ, გვიანიშვილის წასვლის შემდეგ მოვალეობას მისი ყოფილი მოადგილე, ალექსანდრე მაკრახიძე ასრულებს", -...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდსიტუაციის სხვადასხვა ინდიკატორები ბოლო ორი კვირის განმავლობაში უარესდება. როგორც მან დღეს გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეპიდსიტუაციის ინდიკატორები უარესდება არანახტომისებურად და მკვეთრად, არამედ დინამიკაში. “საგულისხმოა, რომ მარტის საშუალო დადებითობის მაჩვენებელი 1.65-ია, ის ნაკლებია, ვიდრე იყო თებერვალსა და იანვარში, თუმცა ბოლო ორი კვირა ეს მაჩვენებლი უარესდება. აქტიური შემთხვევების რიცხვიც იმატებს. ეს რაოდენობა მანიშნებელია, რომ ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლა...
მთაწმინდის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში რამდენიმე მისამართზე ლიფტების რეაბილიტაცია დასრულდა. "ამჯერად, სამუშაოები ნ. ჟვანიას ქუჩა N4-ში და კეკელიძის ქუჩა N14-ში დასრულდა. პროექტის ფარგლებში, სამ ლიფტს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამუშაოების განხორციელების შედეგად, ლიფტების კაბინები, კარები, ელექტროძრავა და ბაგირი შეიცვალა. გამგეობის ცნობით, აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშოებისთვის ბიუჯეტიდან 54 671 ლარი გამოიყო. ასევე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ი. ნიკოლაძის ქ. N1-ში წყალარინების ქსელი ეწყობა....
წვიმა და ბუნებრივი ნალექი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ცუდი ფაქტორია, რომელიც კიდევ უფრო მეტად ამძიმებს მდგომარეობას ყველა მეწყრულ არეალში, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა. „პრევენციული ღონისძიება მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით. დღესაც იქ მიმდინარეობს არხების მშენებლობა, სადაც მეტ-ნაკლებად შესაძლებელი გახდება წყლის მასები ვმართოთ. ასევე, არსებობს კონკრეტული და დეტალური საევაკუაციო გეგმა, რა უნდა გავაკეთოთ თუ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ