გამყრელიძე: თუ ამ ეპიდსიტუაციას შევინარჩუნებთ, მაშინ შესაძლოა, ქვეყანას წინასააღდგომო შეზღუდვები არ დასჭირდეს

272

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ამ ეპიდსიტუაციას შევინარჩუნებთ, მაშინ შესაძლოა, ქვეყანას წინასააღდგომო შეზღუდვები არ დასჭირდეს.

მისი თქმით, თუ ის კლასატერები, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, გამრავლდება და შიდა გავრცელება საყოველთაო იქნება, მაშინ ქვეყანაში სხვადასხვა შეზღუდვების დაწესება გახდება საჭირო.

„გთხოვთ ყველას, რომ აპრილი გავიაროთ რაც შეიძლება მოკრძალებულად და რაც შეიძლება მაქსიმალურად დავიცვათ რეკომენდაციები, რომ სააღდგომო დღესასწაულს შევხდეთ მშვიდად. თუ რა თქმა უნდა, ეს ეპიდსიტუაცია, რაც დღეს გვაქვს, არ წავიდა სერიოზულ ნახტომისებრ ზრდაში და შევინარჩუნებთ ამ ეპიდსიტუაციას, მაშინ შესაძლოა ქვეყანას წინასააღდგომო შეზღუდვები არ დასჭირდეს.

თუ ის კლსატერები გამრავლდება, რაც დღეს გვაქვს და შიდა გავრცელება იქნა საყოველთაო, მაშინ ქვეყანას დასჭირდება სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიების შემოტანა, რაც ორმაგად დამთრგუნველია წინასააღდგომო თუ შემდგომ პერიოდში. ამიტომ მოგიწოდებთ, რომ თავი ავარიდოთ შეკრებებს, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია და მივმართოდ ვაქცინაციის პუნქტებს“ , – განაცხადა გამყრელიძემ.