გლდანის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 28 პროექტი მიმდინარეობს, შვიდი კი, დასრულდა.
“ამ ეტაპზე, 18 მისამართზე ამორტიზებული სახურავის რეაბილიტაცია სრულდება, მათ შორის ილორის N9 კორპუსში და გლდანის მეოთხე მიკრორაიონის N96 ბ კორპუსში სახურავი შეიცვალა. ასევე, ლიფტებს და წითელ ხაზებში არსებულ წყალარინების შიდა და გარე ქსელებს რეაბილიტაცია უტარდება”, – განმარტავენ გამგეობაში.
მათივე ცნობით, სამუშაოები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამგეობის მიერ 100%-ით ფინანსდება. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.