ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, სააღმზრდელო დაწესებულება, რომელიც 50 ბავშვზეა გათვლილი, სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.
შენობის მოწესრიგებასთან ერთად, მოპირკეთდება ეზო და დამონტაჟდება გასართობი ატრაქციონები. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 499 999 ლარს შეადგენს.