დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდსიტუაციის სხვადასხვა ინდიკატორები ბოლო ორი კვირის განმავლობაში უარესდება. როგორც მან დღეს გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეპიდსიტუაციის ინდიკატორები უარესდება არანახტომისებურად და მკვეთრად, არამედ დინამიკაში.
“საგულისხმოა, რომ მარტის საშუალო დადებითობის მაჩვენებელი 1.65-ია, ის ნაკლებია, ვიდრე იყო თებერვალსა და იანვარში, თუმცა ბოლო ორი კვირა ეს მაჩვენებლი უარესდება. აქტიური შემთხვევების რიცხვიც იმატებს. ეს რაოდენობა მანიშნებელია, რომ ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლა იზრდება. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ნაკლებია, ვიდრე ყოველდღიურ ინფიცირებულთა რაოდენობა. სიკვდილიანობა კი იკლებს”, – განაცხადა გამყრელიძემ.