დიდუბის რაიონის რობაქიძის გამზირზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში ასფალტის მოწესრიგება მიმდინარეობს.
“პროექტი დასკვნით ეტაპზეა და სამანქანო გზასა და ტროტუარებზე ორფენიანი ასფალტის საფარი ჯამში, 3 600 კვ.მ ფართობზე იგება. სამუშაოების ფარგლებში, ასევე, შეიცვალა დაზიანებული ბორდიური”, – განმარტავენ გამგეობაში.
მათივე ცნობით, ასფალტის მოსაწესრიგებლად დიდუბის რაიონის ბიუჯეტიდან 150 000 ლარი იხარჯება.
დიდუბის რაიონში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიისა“ და დიდუბის რაიონის გამგეობის სპეციალისტების მეთვალყურეობით მიმდინარეობს.