თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დიდ დიღომში, აღმაშენებლის ხეივანსა და დიღომი 8-ის ტერიტორიაზე, უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობისა და კონსტრუქციის დემონტაჟი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.
„ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის ხუთი ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ორი თვის წინ მოკვლევა დაიწყო.
მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო“, – აცხადებენ თბილისის მუნიციპალურ ინსპექციაში.