ხაშურის ორ საბავშვო ბაღში გათბობის სისტემა დაზიანდა

404

ხაშურის პირველ და მე-7 საბავშვო ბაღებში გათბობის სისტემა დაზიანდა. მრავალჯერშეკეთების მიუხედავად, მე-7 საბავშვო ბაღში, ტუმბოები ვეღარ აღადგინეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

როგორც მე-7 ბაღის დირექტორი, ლიანა საბანაძე აღნიშნავს, აუცილებელია ახალი ტუმბოს მონტაჟი. იგი ადასტურებს, რომ ტუმბო ბევრჯერ შეაკეთეს.

ასევე, გათბობის გარეშეა დარჩენილი პირველი საბავშვო ბაღიც, მათ პრობლემის შესახებ ინფორმაცია მერიას 29 მარტს მიაწოდეს.