2 მლნ ლარზე მეტის ღირებულის პროექტი – გორში სამეფო ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

376

გორში ქალაქის ერთ – ერთი ისტორიული ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის სიგრძე 660 მეტრია. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტი, რომელზეც 2 მლნ. ლარზე მეტი გაიხარჯება, ყველა კომუნიკაციის გამოცვლასა და გზის საავტომობილო და საფეხმავლო ნაწილების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

“გამოიცვლება სასმელი წყლის, საკანალიზაციო, სანიაღვრე სისტემები, ტროტუარებზე მოეწყობა დეკორატიული ფილები, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტი, დამონტაჟდება გარეგანათება, ნაგვის ურნები და ქვის სკამები. სამუშაოები, რომელიც გასულ წელს დაიწყო, 2021 წლის ზაფხულში დასრულდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.