გორის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიცია ვაკანტურია

302

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოში ახალი ხელმძღვანელი ჯერ არ დანიშნულა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

ბაჩანა გვიანიშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ, ხელმძღვანელის მოვალეობას ალექსანდრე მაკრახიძე ასრულებს.

გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ ჯერჯერობით ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკრეტული პირი შერჩეული არ ჰყავს, თუმცა ა(ა)იპ- ის ახალი ხელმძღვანელი მალე ეყოლება.

“ჯერჯერობით არ გნვიხილავთ არავის კანდიდატურას. ვნახოთ, შევარჩევთ ახალ კადრს და მალე დავნიშნავთ, გვიანიშვილის წასვლის შემდეგ მოვალეობას მისი ყოფილი მოადგილე, ალექსანდრე მაკრახიძე ასრულებს”, – თქვა თავზარაშვილმა.