მთაწმინდის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში რამდენიმე მისამართზე ლიფტების რეაბილიტაცია დასრულდა.
“ამჯერად, სამუშაოები ნ. ჟვანიას ქუჩა N4-ში და კეკელიძის ქუჩა N14-ში დასრულდა. პროექტის ფარგლებში, სამ ლიფტს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
სამუშაოების განხორციელების შედეგად, ლიფტების კაბინები, კარები, ელექტროძრავა და ბაგირი შეიცვალა.
გამგეობის ცნობით, აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშოებისთვის ბიუჯეტიდან 54 671 ლარი გამოიყო.
ასევე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ი. ნიკოლაძის ქ. N1-ში წყალარინების ქსელი ეწყობა. ქიქოძის ქუჩა N12-ში კი წყლის სისტემა იცვლება.
“აღნიშნულ მისამართებზე ათეული წელია ინფრასტრუქტურა არ შეცვლილა. სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6 020 ლარია გამოყოფილი”, – განმარტავენ გამგეობაში.