გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა სოფელ ძევერაში რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სკვერი სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში მოეწყო და პროექტის მიხედვით დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, დაიდგა ნაგვის ურნები და დეკორატიული სკამები, დაიგო ფილები და დამონტაჟდა ლამპიონები.
„სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში სკვერში მოეწყო სპორტული სივრცეც, დამონტაჟდა ტრენაჟორები, სადაც ახალგაზრდები და მოზარდები აქტიურად ვარჯიშობენ.
სკვერის მოწყობა დასრულდა სოფელ შერთულშიც, სადაც მოეწყო დასასვენებელი სივრცე...
რუსთავში, 26 ოჯახს დაუკანონებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა.
საქართველოს მთავრობამ, წლების განმავლობაში დაკავებული ფართები, ამჯერად, ტერენტი გრანელის ქუჩაზე, მე-6 მიკრორაიონსა და დავით გარეჯის ქუჩაზე მცხოვრებ 26 ოჯახს, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადასცა.
მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის მერის მოადგილეებმა კახა გურულმა და დავით იშხნელმა გააცნეს და მთავრობის განკარგულების ასლები გადასცეს.
საცხოვრებელი ფართები, რომელთა დაკანონებაც რუსთავში...
“წელს კურორტი ურეკი დამსვენებლებს წყლისა და კანალიზაციის პრობლემის გარეშე ხვდება” ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ოზურგეთის მერის წარმომადგენელმა ურეკში, დავით რობაქიძემ განუცხადა.
მისივე განცხადებით, ურეკის ცენტრალურ შიგა მაგისტრალზე ტროტუარების მშენებლობა ორ-სამ დღეში დასრულდება და მაქსიმალურად მოწესრიგებულია დასუფთავება.
რაც ცშეეხება პლაჟს, დილის 6 საათიდან სუფთავდება, ამის გადამოწმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ:
“თუ იქ რაიმე ნაგავს ნახავთ ან ნარჩენებს, სამწუხაროდ ეს დამსვენებლების ნამოქმედარია, რომლებსაც ნარჩენების ნაგვის...
ოზურგეთის მერის რწმუნებულის, ურეკში, დავით რობაქიძის განცხადებით, კურორტზე მიმდინარე წელს ბავშვთა სოფელი მოეწყობა. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს.
“ბულვარის ერთ ერთ მონაკვეთზე, დეაახლოებით 600 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე, საბავშვო სოფლის მოწყობა იგეგმება”, – განაცხადა რობაქიძემ.
მისი განმარტებით, სოფლის მშენებლობა, რომელშიც იგულისხმება საქანელები, ატრაქციონები, ქვიშის სხტომები ხის პატარა სახლები, ე.წ. “ობობას ქსე;ები” და სხვა, მიმდინარე თვგის ბოლოს დასრულდება.
ყველა კონსტრუქცია იქნება ბავშვების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ დეპუტატ ქალს საკრებულოს სხდომაზე “ქუჩის ქალი” უწოდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
დავით რაზმაძის სექსისტური მიმართვის შემდეგ ირმა ამბარდნიშვილმა დარბაზი დატოვა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პაპუნა კობერიძემ დეპუტატისთვის ბოდიშის მოხდა მოითხოვა: “საკრებულოს თავმჯდომარეს მივმართავ, მოვიწვიოთ ის ქალბატონი და ბოდიში მოვუხადოთ. ეს ფაქტი არ უნდა მომხდარიყო”.
კობერიძეს დავით რაზმაძემ უპასუხა: “ჩვენ თმენის ვალდებულება გვაქვს და არ...
ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრმა, ოზურგეთის თეატრის ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ დასვა საკითხი, ოზურგეთის თეატრის წინ მდებარე მოედანს, რომელსაც თეატრალური მოედანი ეწოდებოდა და შემდეგ ზვიად გამსახურდიას სახელი მინიჭა, გამსახურდიას სახელობის თეატრალური მოედანი დაერქვას.
"დიდებული საქმეა, რომ არსენ კეჭაყმაძის სახელი მიენიჭა თეატრის მიმდებარე სკვერს. მინდა ვთქვა კიდევ, რომ ოზურგეთის თეატრი უკვდავია და ასევე, მის წინ მდებარე თეატრალური მოედანი იქნეს სახელდებული,"- თქვა ვასო...
"უახლოეს პერიოდში დეველოპერულ და სამშენებლო სექტორს შევთავაზებთ ავარიული შენობების ჩანაცვლების ეკონომიკურად გამართულ კონცეფციას", - ეს განცხადება კახა კალაძემ 2020 წლის ნოემბერში გააკეთა, საქმე ეხებოდა ვარკეთილის მესამე მასივის განაშენიანების კონცეფციას, რომლის მიხედვითაც ადგილზე ავარიული შენობების ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლება მოხდებოდა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით BM.GE-მ თბილისის ვიცე-მერს ჰკითხა - დამტკიცდა თუ არა ავარიული შენობების ჩანაცვლების კონცეფცია და დაიწყო თუ არა ვარკეთილის მესამე მასივში...
6 ივლისს, ოზურგეთის საკრებულომ, მორიგ სხდომაზე, ,,ღია მმართველობა საქართველოს 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული ანგარიში მოისმინა. მონიტორინგის შედეგები საკრებულოს წევრებს, აპარატის უფროსმა ნანა თავდუმაძემ წარუდგინა. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.
"OGP-ის მიმდინარე ღია მმართველობა პარტნიორობის ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ოზურგეთმა ვალდებულება აიღო და შეიმუშავა გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სტრატეგია, სამოქმედო გეგმა, თანდართული კომპლექსური...
პრობლემებს შორის, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას აწუხებს, უმთავრესი წყლის მომარაგების სისტემის მოწყობას უკავშირდება. სწორედ ამ პრობლემაზე გააკეთა აქცენტი საკრებულოს ბოლო სხდომაზე დეპუტატთა ნაწილმა და ადგილობრივი ხელისუფლებისგან პრობლემის გადაჭრაში თანადგომა ითხოვა. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.
როგორც გაირკვა, სოფელ გულიანში წყლის სისტემის მოსაწყობად 214 ათასი ლარი გამოიყო, თუმცა, პრობლემა მაინც არ მოგვარებულა და მოსახლეობა ისევ წყლის გარეშეა დარჩენილი.
ამის შესახებ ირაკლი მარშანიშვილმა ისაუბრა, რომელიც...
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით საქართველოში სათემო ფონდების იდეის პოპულარიზაციას იწყებს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
სათემო ფონდი მსოფლიოში, სამოქალაქო ორგანიზაციების დამკვიდრებული და წარმატებული მოდელია, რომელიც გარკვეულ გეოგრაფიულ არეალში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად და ამ მიზნის მისაღწევად, სხვა დაგეგმილ აქტივობებთან ერთად, გრანტებს გასცემს.
CSRDG-ის წარმომადგენელის, სალომე თოფურიძეს თქმით, თემის...
ა(ა)იპ „ახალციხის ციხის“ დირექტორი, დავით ტაბატაძე ახალციხეში „ქართული ოცნების“ შტაბში აღმასრულებელ მდივნად დაინიშნა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საფრთხეებზე საუბრობს. ამის შესახე სამხრეთის კარიბჭე წერს.
„ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ადმინისატრაციული რესურსის გამოყენებას ექნება ადგილი. პრობლემა მდგომაროებს იმაში, რომ ა(ა)იპ–ის ხელმძღვანელი, რომელიც წესით აპოლიტიკურია, არ უნდა ინიშნებოდეს პოლიტიკურად აქტიურ თანამდებობაზე,“, – ამბობს საიას გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი.
მისი თქმით,...
სსიპ-ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსი, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დააკავეს, — ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, პირმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გამგებლობაში არსებული საოფისე ფართი არაკანონიერად გააქირავა და სანაცვლოდ 1 000 ლარი აიღო.
შსს-ში გამოძიება სსკ-ს 333-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
რესტორნები საათობრივი შეზღუდვის მოხსნას ითხოვენ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ზღვისპირა ქალაქში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. როგორც ქუჩებში, ისე პლაჟზე და კვების ობიექტებში უკვე ხალხმრავლობა შეინიშნება. ეპიდემილოგები გვაფრთხილებენ, რომ ჯერ კორონავირუსთან გათამამება არ შეიძლება, შესაბამისად კვლავ ძალაშია გარკვეული რეგულაციები, პირბადის ტარება დახურულ სივრცეში და რესტორნების მუშაობა ღამის 12 საათამდე. სწორედ 12 საათის შემდეგ ეპიდვითარების სტაბილურობის მიზნით ეკრძალებათ კვების ობიექტებს მუშაობა, რაც,...
აჭარაში 1000 ფერმერს თანადაფინანსებით მოტობლოკებს გადასცემენ. პროექტი მოქალაქეებმა „საოჯახო მეურნეობების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში წარადგინეს. ანუ თავად აირჩიეს, რისი შეძენა უფრო სჭირდებოდათ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ფერმერები და აგრომეწარმეები დანადგარის ღირებულების მხოლოდ 30%-ს გადაიხდიან. მოტოკულტივატორის შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი 5 აგვისტოს დასრულდება.
მოტობლოკი სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისთვის თითქმის განუყრელი ატრიბუტია,რადგან შესაძლებელი ხდება რამდენიმე თვის სამუშაო 1 კვირაში გააკეთო.
32 კმ-იანი გზა სამ სოფელში: ქვიტირი-მესხეთში, ფარცხანაყანევსა და მაღლაკში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ევროსტანდარტების გათვალისწინებით დაიგება.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. დასრულებულია საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება. სამუშაოები ოქტომბრის თვეში დაიწყება.
ამ საკითხზე მერიაში სამი სოფლის მოსახლეობასთან მ.გ.ფ.-ის წარმომადგენლებმა „ზუმის“ პლატფორმის გამოყენებით საჯარო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე მგფ-ის წარმომადგენლებმა პროექტის ვადებზე და შესრულების დეტალებზე მოსახლეობას სრული ინფორმაცია მიაწოდეს. აღინიშნა, რომ თანამედროვე სტანდარტები არა მხოლოდ გზას, არამედ...
დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობას განაგრძობს. ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები რობაქიძის გამზირის N31-ის მიმდებარედ, რომელიც ავტომობილების სადგომად იყო გადაქცეული, დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, დეკორატიული ფილები დაიგო, ბილიკები მოეწყო, უსაფრთხოების მოაჯირები დამონტაჟდა და სკვერში საპარკე ინვენტარი დაიდგა.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ასევე პატარებისთვის განკუთვნილ სივრცეს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და ახალი ატრაქციონები დამონტაჟდა. სივრცეში გამწვანების სამუშაოებიც განხორციელდა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































