გორის სოფელ ძევერაში რეაბილიტირებული სკვერი გაიხსნა

341

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა სოფელ ძევერაში რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სკვერი სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში მოეწყო და პროექტის მიხედვით დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, დაიდგა ნაგვის ურნები და დეკორატიული სკამები, დაიგო ფილები და დამონტაჟდა ლამპიონები.

„სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში სკვერში მოეწყო სპორტული სივრცეც, დამონტაჟდა ტრენაჟორები, სადაც ახალგაზრდები და მოზარდები აქტიურად ვარჯიშობენ.

სკვერის მოწყობა დასრულდა სოფელ შერთულშიც, სადაც მოეწყო დასასვენებელი სივრცე და საბავშვო ატრაქციონები.

სკვერის მოწყობა დასრულდა სოფელ ძევერაში, სადაც დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები.

ორივე სოფელში მიმდინარე სამუშაოების ღირებულებამ 76 320 ლარი შეადგინა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.