რუსთავში, 26 ოჯახს დაუკანონებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა.
საქართველოს მთავრობამ, წლების განმავლობაში დაკავებული ფართები, ამჯერად, ტერენტი გრანელის ქუჩაზე, მე-6 მიკრორაიონსა და დავით გარეჯის ქუჩაზე მცხოვრებ 26 ოჯახს, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადასცა.
მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის მერის მოადგილეებმა კახა გურულმა და დავით იშხნელმა გააცნეს და მთავრობის განკარგულების ასლები გადასცეს.
საცხოვრებელი ფართები, რომელთა დაკანონებაც რუსთავში ათწლეულების განმავლობაში არ ხერხდებოდა, დღეისათვის ჯამში 229 ოჯახს გადაეცა საკუთრებაში.