ოზურგეთის თეატრის წინ მდებარე მოედნისთვის ზვიად გამსახურდიას სახელობის თეატრალური მოედნის დარქმევა სურთ

842

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრმა, ოზურგეთის თეატრის ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ დასვა საკითხი, ოზურგეთის თეატრის წინ მდებარე  მოედანს, რომელსაც თეატრალური  მოედანი ეწოდებოდა და შემდეგ ზვიად გამსახურდიას სახელი მინიჭა, გამსახურდიას სახელობის თეატრალური მოედანი დაერქვას.

“დიდებული საქმეა, რომ არსენ კეჭაყმაძის სახელი მიენიჭა თეატრის მიმდებარე სკვერს. მინდა ვთქვა კიდევ,  რომ ოზურგეთის თეატრი უკვდავია და ასევე, მის წინ მდებარე თეატრალური მოედანი იქნეს სახელდებული,”- თქვა ვასო ჩიგოგიძემ.

ივრცით ტერიტორიულიო დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ, ლავრენტი ბიგვავამ, მოიწონა  წინადადება და ჩიგოგიძეს შესთავაზა ინიციატივით შესვლა საკრებულოზე, რადგან მოქმედი კანონმდებლობა ასე ითვალისწინებს. თუმცა, ვასო ჩიგოგიძემ განაცხადა, რომ უმჯობესია, საკითხი სხვამ – კონკრეტულმა ჯგუფმა ან პირმა წარადგინოს.

“ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას. მოიძებნება  წარმომდგენი, ეს არ არის ძნელი, ეს უნდა იყოს საკრებულოს წევრი ან თავად მერი,” – თქვა ლავრენტი ბიგვავამ და საკრებულოს მიმართა, რომ უახლოეს დროში ეს საკითხი მოგვარდეს. იფორმაციას გურიანიუსი ავრცელებს.