“წელს კურორტი ურეკი დამსვენებლებს წყლისა და კანალიზაციის პრობლემის გარეშე ხვდება” ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ოზურგეთის მერის წარმომადგენელმა ურეკში, დავით რობაქიძემ განუცხადა.
მისივე განცხადებით, ურეკის ცენტრალურ შიგა მაგისტრალზე ტროტუარების მშენებლობა ორ-სამ დღეში დასრულდება და მაქსიმალურად მოწესრიგებულია დასუფთავება.
რაც ცშეეხება პლაჟს, დილის 6 საათიდან სუფთავდება, ამის გადამოწმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ:
“თუ იქ რაიმე ნაგავს ნახავთ ან ნარჩენებს, სამწუხაროდ ეს დამსვენებლების ნამოქმედარია, რომლებსაც ნარჩენების ნაგვის ურნამდე მიტანა ამ დრომდე ვერ ვასავლეთ – ამბობს რობაქიძე.
რობაქიძის თქმით პრობლემები მხოლოდ ბულვარის მშენებლობაზეა:
“არაკეთლსინდისიერი მიდგომების გამო იძულებული გავხდით შეგვეცვალა მშენებარე კომპანია, შესაბამისად დამსვენებლებს რომ ხელი არ შეეშალოთ, მშენებლობა სექტემბრიდან გაგრძელდება.
რაც შეეხება ფასებს, ანუ რა უჯდება დამსვენებელს ურეკში დასვენება – რწმუნებულის ინფორმაციით – საოჯახო სასტუმროში დღე ღამე, კვების გარეშე 10-15 ;არამდე მერყეობს, საშუალო ტიპის სასტუმროებში კი 25-30- ლარი.
ამ დროისათვის ურეკში ძირითადად იმყოფებიან დამსვენებლები უკრაინიდან, ბელორუსიდან, რუსეთიდან და ისრაელიდან.
თუმცა აბსოლიტური უმრავლესობა დამსვენებლებისა ადგილობრივია.