ოზურგეთის მერის რწმუნებულის, ურეკში, დავით რობაქიძის განცხადებით, კურორტზე მიმდინარე წელს ბავშვთა სოფელი მოეწყობა. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს.
“ბულვარის ერთ ერთ მონაკვეთზე, დეაახლოებით 600 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე, საბავშვო სოფლის მოწყობა იგეგმება”, – განაცხადა რობაქიძემ.
მისი განმარტებით, სოფლის მშენებლობა, რომელშიც იგულისხმება საქანელები, ატრაქციონები, ქვიშის სხტომები ხის პატარა სახლები, ე.წ. “ობობას ქსე;ები” და სხვა, მიმდინარე თვგის ბოლოს დასრულდება.
ყველა კონსტრუქცია იქნება ბავშვების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მასალით აგებული.